Monday, June 14, 2010

naxshircyalbadebs,romelta molekulebshi ormagi an sammagi bmebia,ujeri naxshircyalbadebi ewodeba.

alkenebi ecodeba naxshircyalbadebs,romelta molekulashi naxshirbadatomebs shoris erti ormagi bmaa.alkenebis zogadi pormulaa:CnH2n

ujer naxshircyalbadebs,romelta molekulebshi naxshirbadis atomebs shoris aris sammagi bma,alkinebi ecodeba.mati zogadi pormulaa:CnH2n-2


                                                ujeri naxshircyalbadebi

naxshircyalbadebs,romlebshic naxshirbadatomebi mxolod martivi kovalenturi bmebit ukavshirdeba ertmanets najeri naxshircyalbadebi,anu alkanebi ecodeba.organul naertta rigs,romlis yoveli shemdgomi cevri cina cevrisgan damatebit 

CH2  jgupit gansxvavdeba homologiuri rigi ecodeba

alkanis homologiuri rigis naxshircyalbadebis zogadi pormulaa:

cnH2n+2

alkanebis homologiuri rigi

1)metani Ch4

2)etani Ch3Ch3

3)propani Ch3Ch2Ch3

4)butani Ch3Ch2Ch2Ch3

5)pentani Ch3Ch2Ch2Ch2Ch3

6) heksani Ch3Ch2Ch2Ch2Ch2Ch3

7)heptani Ch3Ch2Ch2Ch2Ch2Ch2Ch3

8)oqtani Ch3Ch2Ch2Ch2Ch2Ch2Ch2Ch3

9)nonani Ch3Ch2Ch2Ch2Ch2Ch2Ch2Ch2Ch3

10)dekani Ch3Ch2Ch2Ch2Ch2Ch2Ch2Ch2Ch2Ch3


                                              naxshircyalbadebi

organul nivtierebebs,romelta molekulebi shedgeba mxolod naxshirbadisa da cyalbadis atomebisgan,naxshircyalbadebi ecodebat!!!                                                                                         naxshircyalbadebis shedgenilobas gamosaxaven zogadi pormulit:

cxHy


Monday, May 3, 2010

მადნეულის(კაზრეთის )ადგილმდებარეობა



კაზრეთი (მადნეული) მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისის სამხრეთ-დასავლეთით 80 კმ-ზე, მდინარე მაშავერას მარჯვენა სანაპიროზე, იგი ქალაქის ტიპის დასახლებაა. საკვლევი ტერიტორია საკმაოდ დაშორებულია ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრს (საქართველოს გეოგრაფიული ცენტრი მდებარეობს ლიხის ქედზე სურამის გადასასვლელის დასავლეთ ნაწილში) და მდებარეობს მის სამხრეთ-აღმოსავლეთით. დედაქალაქთან დაკავშჳრებულია საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალით, აგრეთვე რკინიგზით.



კაზრეთის ხედი

კაზრეთის (მადნეულის) გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩ.გ. 410 19. და ა.გ 44 0 27, . იგი ზღვის დონიდან საშუალოდ 900 მეტრზე მდებარეოობს. მადნეულის ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი გადის წალკის და გომარეთის პლატოებზე ჩრდილო-დასავლეთით და აღმოსავლეთით მას ქვემო ქართლის ვაკე ესაზღვრება; სამხრეთ- აღმოსავლეთით -- ლოქის მასივი, სამხრეთ-დასავლეთით -- დმანისის პლატო, ხოლო დასავლეთით -- ჯავახეთის ქედის ჩრდილო- აღმოსავლეთ განშტოებები.

პირდაპირი მანძილი თბილისიდან კაზრეთამდე (მადნეულიამდე) 47 კმ-ია, შავი ზღვის სანაპირომდე -- 240 კმ-ია. აღმოსავლეთ საზღვრამდე 21 კმ-ია.


ფუჭი ქანების მთა

· მადნეულის(კაზრეთის )რელიეფი

საკვლევი ტერიტორია მდებარეობს ბოლნისის რაიონში (ქვემო ქართლში). დასავლეთით მას ესაზღვრება დმანისი, აღმოსავლეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით -- მარნეულის რაიონი , ჩრდილოეთით -- თეთრიწყაროს რაიონი, რომელიც გამოყოფილია ქციის ხეობით. მისი ფართობი 798,3 კვადრატული კმ-ია. ბოლნისის რაიონში მდებარეობს ერთი ქალაქი (ბოლნისი), ერთი დაბა (კაზრეთი) და 45 სოფელი.



ქალაქ ბოლნისის შესასვლელი

ბოლნისის რაიონის ტერიტორია აგებულია უმთავრესად მეოთხეული ნალექებით , ცარცული და იურული ასაკის კირქვებით, მერგელებით, ქვიშაქვებით და ვულკანოგენური წარმონაქმნებით. ასევე ვხვდებით ძველ ვულკანურ ნაკადებს, რომლებიც ხრამისა და მაშავერას ხეობაში ჩამოდის. საქართველოს ოროგრაფიული სქემის მიხედვით საკვლევი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაბალი ზეგნების ზონას მოიცავს. რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 500-დან 1000 მ-მდეა. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ქვემო ქართლის ვაკე (ზღვის დონიდან 265-350 მ-ზე) ჩრ-დან თრიალეთის ქედის განშტოებები (ზღ. დონიდან 1500-2000 მ-ზე). სამხრეთით განლაგებულია რთული გეოლოგიური აგებულების, ლოქის ქედის ჩრდილოეთი კალთა მგლის ჭიშკრის უღელტეხილით (ზღვის დონიდან 1798 მ-ზე). ლოქის ქედის ჩრდილოეთი განშტოებები ბოლნისსა და მარნეულამდე ვრცელდება და ქმნიან ბუნებრივ წყალგამყოფს მაშავერას, ფოლადაურის და დებედას აუზებს შორის. დასავლეთიდან ჯავახეთის ქედის ჩრდილო აღმოსავლეთ განშტოებები ბოლნისამდე ვრცელდება და მაშავერას აუზების წყალგამყოფს წარმოადგენს. მდ. მაშავერა კაზრეთის ტერიტორიაზე მკვეთრად გამოხატულ ხეობაში მიედინება.

კარიერი

ბოლნისის რაიონის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უჭირავს ქვემო ქართლის ვაკეს, რომელიც შემოფარგლულია გორაკ-ბორცვებით. იგი აგებულია მეოთხეული ალუვიური და დელუვიურ-პროვილიური ნაფენებით, საფუძვლად კი უმეტესად სარმატული ასაკის დისლოცირებული ნალექები უდევს. ვაკეზე კარგადაა გამოხატული მდინარეული ტერასები. გორაკ ბორცვების ზოლი ვულკანოგენური ქანებით და ქვიშა ქვებითაა აგებული. ზოგან გაშიშვლებულია პალეოგენური და ნეოგენური ქვიშაქვები და მერგელები. დამახასიათებელია რელიეფის ტექტოგენურ ვულკანოგენურ და ეროზიულ ფორმათა მონაცვლეობა.

· მადნეულის (კაზრეთის)ადგილმდებარ�
��ობის რუკა

• მადნეულის (კაზრეთის) ჰავა
• კაზრეთის (მადნეულის) კლიმატი ზოგადი ნიშნების მიხედვით მშრალი სუბტროპიკული სტეპური ჰავის ტიპს მიეკუთვნება. ზომიერად ცივი ზა,თრით და ცხელი ზაფხულით.
• საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მზის ნათების საშუალო წლიური ხანგრძლივობა 2000 საათს აღემატება. ბოლნისის რაიონში, რომელიც მოიცავს მადნეულის ტერიტორიას, მზის ნთების საშუალო წლიური ხანგრძლივობა შეადგენს 2300-დან 2400-მდე საათს. მზის ნათების თვიური ჯამები(საათობით) მოცემულია ქვემოთ მოცემულ ცხრილში.1 (მონაცემები ეყრდნობა ჰელიოგრაფების ბაფტების დამუშავების შედეგად მიღებულ მონაცემებს)
ცხრილი1

თვე I II III IV V VI VII VIII IX X XI XII
სთ 135 135 140 200 230 280 290 290 230 200 130 125

მზის ჯამური რადიაციის მინიმუმი წლის მანძილზე საქართველოში აღინიშნება დეკემბერში (26-6.5 კკალ/სმ2 თვეში), ხოლო მაქსიმუმი - ზაფხულში, ძირითადად - ივნისში და ივლისში, ზოგჯერ - მაისშიც (16.0-19.7 კკალ/სმ2-ის ფარგკებსი მერყეობს.

საქართველოს ტერიტორიაზე ტემპერატურული რეჟიმის დიდი სხვადასხვაობაა, რაც განპირობებულია რთული რელიეფით. სიმაღლის ზრდასთან ერთად ჰაერის ტემპერატურა ეცეა საშუალოდ 0.6 გრადუსით ყოველ 100 მეტრზე (ვერტიკალური გრადიენტი). ტემპერატურის დაცემის სიდიდე დამოკიდებულია არა მარტო ადგილის სიმაგლეზე, არამედ რელიეფის ფორმებსა და წლის დროზე.
საქართვრელოს ტერიტორიაზე, ჰაერის საშუალო თვიური ტემპერატურის მიხედვით, ყველაზე თბილ თვედ ივლისი ითვლება, ყველაზე ცივ თვედ კი - იანვარი.
კაზრეთის(მადნეულის) ტერიტორიაზე ჰაერის თვიური ტემპერატურის საშუალო თვიური ტემპერატურები მოცემულია ცხრილში (იხ. ცხრ.2)
• ცხრილი 2
თვეები იანვარი აპრილი ივლისი ოქტომბერი
ტემპერატურა 0-2 8-10 22-23 12-13
ჰაერის ტემპერატურის წლიური აბსოლუტური მინიმუმი საკვლევ ტერიტორიაზე
მინუს 12-140 , ხოლო წლიური აბსოლუტური მაქსიმუმი -- პლუს 34-360 . ჰაერის ტემპერატურის წლიური ამპლიტუდა კი 20-220 შეადგენს. ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმია- 240 (ბოლო 60 წ- ის მონაცემებით ). ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმია + 39 0 (ბოლო 60 წ-ის მონაცემებით).
თეთრიწყაროს და თბილისის ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების მონაცემთა ექსტრაპოლირების საფუძველზე, ,,მადნეულის’’ საწარმოს საქმიანობის რაიონში უყინვო პერიოდის უდიდესი ხანგრძლივობაა 256 დღე. ხოლო უმცირესი --178 დღე. აღნიშნული ტერიტორიაზე გაზაფხულის უკანასკნელ წაყინვათა შეწყვეტის საშუალო თარიღია 10 აპრილი, ხოლო შემოდგომით პირველ წაყინვათა დადგომის საშუალო თარიღი -- 10 ნოემბერი. საქართველოს ტერიტორიაზე ნიადაგის საშუალო თვიური ტემპერატურა 10 სმ-ის სიღრმეზე მერყეობს საკმაოდ დიდ დიაპაზონში: აპრილში მინუს 20 -დან პლუს 140 ს ზევით. ივლისში პლუს 120 -- 280 - ის ზევით და ოქტომბერში --- პლუს 20 – 16 0 - ის ზევით.
• კაზრეთის (მადნეულის)ტერიტორიაზ�
�� ნიადაგის საშუალო თვიური ტემპერატურა შეადგენს: აპრილში - +120-ს; ოქტომბერში- +140-ს.
ხეობების არათანაბარი გათბობა ხელს უწყობს საქართველოს ტერიტორიაზე ადგილობრივი თერმული ცირკულაციების წარმოშობას ატმოსფეროში(მუსონები, ბრიზები, მთა-ხეობათა და სხვა ქარები). ეს ცირკულაციური პროცესები ურთიერთქმედებენ და ქარების საკმაოდ რთულ რეჟიმს აპირობებენ. კაზრეთის ტერიტორიაზე ქარის სიჩქარე საშუალოდ წელიწადში 2მ/წმ-ია. გაბატონებულია როგორც დასავლეთის(36%), ისე აღმოსავლეთის (25%) მიმართულების ქარები . უქარობის შემთხვევები წელიწადში 479-ია 1460 დაკვირვებიდან. იანვარში ქარის საშუალო სიჩქარე 2მ/წმ-ია. გაბატონებულია დასავლეთის (48%) და აღმოსავლეთის (22%) მიმართულების ქარები. უქარობის შემთხვევები 50-ია თვეში 124 დაკვირვებიდან, ივლისში ქარის საშუალო სიჩქარე ასევე არ აღემატება 2მ/წმ-ს. გაბატონებულია ისევ დასავლეთის (38%) და აღმოსავლეთის (20%) მიმართულების ქარები. უქარობის შემთხვევები 27-ია თვეში 124 დაკვირვებიდან. დღე-ღამის განმავლობაში ქარის მიმართულება განიცდის ცვალებადობას. დღისით ძირითადად გაბატონებულია აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი მიმართულების ქარები. ღამით კი - დასავლეთის.
საქართველოს ტერიტორიაზე ნალექების რაოდენობის წლიური ჯამი 300მმ-დან (და უფრო ნაკლები) 3400მმ-მდე(და უფრო მეტის) ფარგლებში მერყეობს. საკვლევ ტერიტორიაზე ნალექების რაოდენობის წლიური ჯამი საშუალოდ 500 მმ-ის ფარგლებშია. ნალექების რაოდენობა თბილ და ცივ პერიოდში
თვეები I II III IV V VI VII VIII IX X XI XII
ნალექები მმ/თვე - - 6 20 25 20 12 6 8 6 6 -

Monday, April 19, 2010




XX საუკუნის დამლევს საქართველოში არქეოლოგებმა და პალეონტოლოგებმა აღმოაჩინეს ჩვენს პლანეტაზე ადამიანთა ერთ-ერთი უძველესი მოდგმის “ჰომო ერექტუსის” (გამართული ადამიანი) ჩონჩხის ნაწილები, რომლის ასაკი ორ მილიონ წელს აღწევს. ფრანგმა ანთროპოლოგებმა ჩონჩხის მიხედვით აღადგინეს მათი პირვანდელი სახე. ქართველებმა მათ სიყვარულით შეარქვეს ქართული სახელები: ქალს - მზია, კაცს - ზეზვა. მზია და ზეზვა ევრაზიის უძველესი მოსახლენი არიან.

უფრო ადრე საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი იყო ქვის ხანის კულტურები ქვედა პალეოლითიდან ნეოლითამდე. ამგვარად, ადამიანის განვითარების ხანგრძლივი ევოლუციური პროცესი მოიცავს ქვის ხანის ყველა კულტურულ პერიოდს, ენათესავება წინა აზიის სათანადო პერიოდის კულტურებს და განსაზღვრავს პირველყოფილი ადამიანის საცხოვრისის გეოგრაფიულ არეალს. მეცნიერებმა საქართველოს ტერიტორია პლანეტის იმ რეგიონების რიცხვში შეიყვანეს, სადაც მიმდინარეობდა ადამიანის ფორმირება და საიდანაც მოხდა ევრაზიის სხვა რეგიონებში ადამიანთა განსახლება.

ნეოლითში ქვის იარაღების სრულყოფამ, წარმოებითი მეურნეობის - მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის განვითარებამ, ადამიანის ბინადარ ცხოვრების წესზე გადასვლას შეუწყო ხელი. საქართველო და, ზოგადად, წინააზია, მდიდარ ბიომს წარმოადგენდა და ყველა პირობას ქმნიდა ახალი სახის მეურნეობის ჩასახვა-განვითარებისათვის - აქ უხვად მოიპოვებოდა საკვები მცენარეულობა, ეს რეგიონი ხომ ხორბლეულის აბორიგენული ჯიშების სამშობლოდ ითვლება.

ძვ. წ. IV ათასწლეულიდან სპილენძ-ბრინჯაოს მეტალურგიის განვითარებამ საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური აღმავლობა გამოიწვია. გაჩნდა სახვნელი იარაღი, მსხვილფეხა საქონელი გამწევ ძალად გამოიყენეს, განვითარდა სამთამადნო-მეტალურგიული წარმოება, რამაც გაზარდა მამაკაცის როლი მეურნეობრივ საქმიანობაში და მატრიარქატი პატრიარქატით შეცვალა.

გვიანბრინჯაოს - ადრერკინის ხანაში დასავლეთ საქართველოში ვითარდება კოლხური ცივილიზაცია. ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარში ხდება ქართველური ტომების – სვანების, ქართებისა და მეგრელ-ჭანების კონსოლიდაცია, ერთიანი კულტურის მქონე მძლავრი კოლხეთის სამეფოს ფარგლებში.

კოლხეთი ის ძველი ქვეყანაა, რომლის დიდება და ბრწყინვალება თვალნათლივ აისახა თქმულებაში არგონავტების შესახებ. მითის ძველბერძნული და რომაული წყაროების მრავალფეროვან ვარიანტებში მეტად საინტერესო მასალაა მოყვანილი კოლხეთში ქართველურ ტომთა გაერთიანებაზე, მათი გავრცელების გეოგრაფიაზე, წეს-ჩვეულებებზე, კულტურაზე და სხვა.

არგონავტების მითი უძველესია - წინ უსწრებს ტროას თქმულებას (II ათასწლეულის I ნახევარი).

ლეგენდის თანახმად, ორქომენის მეფის, ათამანტის ვაჟი (ფრიქსე) და ქალიშვილი (ჰელე) ავი დედინაცვლის ვერაგობისაგან დასაცავად დედამ, ქალღმერთმა ნეფილემ საბერძნეთიდან გახიზნა მფრინავი ოქროსმატყლიანი ვერძის მეშვეობით. ჰელე ზღვაში ჩავარდა, ხოლო ფრიქსე ვერძმა აიაში ანუ კოლხეთში მიიყვანა. კოლხთა მეფემ, აიეტმა ფრიქსე შეიფარა და ცოლად შერთო უფროსი ქალიშვილი ქალკიოპე. ვერძი ღმერთებს შესწირეს მსხვერპლად, ხოლო მისი ოქროსმატყლიანი ტყავი – ოქროს საწმისი, მდინარე ფასისის (რიონი) ნაპირზე დიდ მუხაზე ჩამოჰკიდეს და მცველად გველეშაპი მიუჩინეს.

თესალიის მეფემ პელიამ თავის ძმისწულს იასონს სამეფო ტახტი შესთავაზა კოლხეთიდან ოქროს საწმისის ჩამოტანის ფასად. იასონმა ააგო გემი “არგო”, ელადის რჩეული ვაჟკაცებიდან შეარჩია ეკიპაჟი და ფათერაკებით აღსავსე ხანგრძლივი ცურვის შემდეგ ფასისის (მდინარე რიონი) შესართავს მიადგა. არგონავტები მდინარეს აჰყვნენ და აიეტის ციხე-სიმაგრეს კუტაიას (ქუთაისს) მიადგნენ.

აიეტმა ოქროს საწმისის სანაცვლოდ უმძიმესი დავალებების შესრულება მოსთხოვა იასონს. იასონმა შეასრულა ეს მოთხოვნები აიეტის გრძნეული ასულის, უმშვენიერესი მედეას დახმარებით, რომელსაც ჭაბუკი შეხედვისთანავე თავდავიწყებით შეუყვარდა. იასონმა მოიპოვა ოქროს საწმისი და მედეასთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. მაგრამ მალე იასონმა უღალატა მედეას და კორინთოს მეფის კრეონტის ასული შეირთო. მედეამ სასტიკი შური იძია იასონზე, ჯადო-წამლებით მოაკვდინა მეფე კრეონტი და მისი ასული, ხოლო იასონთან შეძენილი ორი შვილი ჰერას ტაძარში დამალა. თქმულების სხვა ვერსიის თანახმად, იასონზე შურის საძიებლად საკუთარი შვილებიც დახოცა. არის თქმულების კეთილად დასრულების გვიანდელი ვარიანტიც, რომლის მიხედვით აიეტი და მედეა შერიგდნენ და კოლხეთში დაბრუნდნენ.

არგონავტიკის თემა უკვდავია, იგი შემდგომ საუკუნეებში და დღესაც ფიქრის, განსჯისა და აღმაფრენის წყაროს წარმოადგენს. ბუნების შეუცნობ ძალთა მესაიდუმლე, გრძნეული მედეას სახე გაშუქდა თანამედროვე ქართულ თეატრში, პროზასა და პოეზიაში, მედეას მონუმენტური სკულპტურა 1969 წლიდან ამშვენებს ბიჭვინთის სანაპიროს და სხვა.

მითი არგონავტების შესახებ ანტიკური ხანის მწერლობის დაუშრეტელ წყაროდ იქცა. იგი მთლიანად ან ეპიზოდების სახით საფუძვლად დაედო მრავალ ლიტერატურულ ქმნილებას, რომელთა შორის მხატვრული თვალსაზრისით უმთავრესია ჰომეროსის "ილიადა" და “ოდისეა” (ძვ. წ. XII-VII ს.ს.), ევრიპიდეს “მედეა” (ძვ. წ. V ს.), აპოლონიოს როდოსელის “არგონავტიკა” (ძვ. წ. III ს.), რომაელი პოეტის ვალერიუს ფლაკუსის იმავე სახელწოდების პოემა (I საუკუნე) და სხვა მრავალი. ფართოდ აისახა არგონავტების მოტივები სახვით ხელოვნებაში, მუსიკაში და სხვა.

მუდმივ ინტერესს იწვევს ოქროს საწმისის რაობის გარკვევაც. ანტიკური, ელინისტური და ბიზანტიური წყაროების მიხედვით X საუკუნეში შედგენილი განმარტებითი ლექსიკონის (სვიდა) თანახმად ოქროს ბეწვიანი საწმისი, რომელიც არგონავტებმა კოლხეთში მოიპოვეს, მოვლენის პოეტურად გადმოცემული ალეგორიული ფორმაა. სინამდვილეში ეს იყო ტყავზე დაწერილი ტაბუდადებული საიდუმლო ცნობა კოლხური მეთოდით ოქროს მიღების შესახებ.

სტრაბონი (ძვ. წ. I ს.) თავის გეოგრაფიულ თხზულებებში წერდა, რომ სვანები, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული სიმამაცითა და ძალით, მბრძანებლობენ დიოსკურიის (სოხუმის) ზემოთ მდებარე ტერიტორიაზე კავკასიონის მწვერვალებამდე, ჰყავთ ბასილევსი (წინამძღოლი), 300 კაცისაგან შემდგარი საბჭო და შეუძლიათ შეკრიბონ 200000 კაციანი ლაშქარი. სვანეთში მდინარეებს ჩამოაქვთ ოქრო, რასაც სვანები დახვრეტილი ვარცლებითა და ბეწვიანი ტყავებით აგროვებენ. აქედან გავრცელდა მითი ოქროს საწმისიან ტყავზე - ამბობს სტრაბონი.

პლინიუსის (I ს.) ცნობით, კავკასიის მთებში ცხოვრობენ დაუმორჩილებელი სვანები, რომლებიც ეწევიან ოქროს მოპოვებას, ისინი ცნობილნი არიან თავიანთი ოქროს საწმისებით.

აპიანე (II ს.) “რომის ისტორიის” XII წიგნში ("მითრიდატეს ომების ისტორია") წერს: კავკასიონიდან მრავალ ნაკადულს უჩინარი ოქროს ქვიშა ჩამოაქვს. გარშემო მცხოვრებლები ნაკადში ხშირბეწვიან ცხვრის ტყავებს დებენ და მათზე დალექილ ქვიშას აგროვებენ. სწორედ ამგვარი იყო აიეტის ოქროს საწმისი.

არგონავტიკის თემა აისახა სვანურ მითოლოგიაშიც. ამჟამად სვანეთი ლოკალიზებულია მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის აუზებში. ანტიკურ ხანაში კი, გადმოცემის თანახმად, სვანების გავრცელების არეალი კოლხეთის დაბლობის ჩრდილოეთ ნაწილსა და კავკასიონის სამხრეთ ფერდობებს მოიცავდა მდინარე რიონის აუზიდან მდ. კოდორის ხეობამდე. სვანეთის მთებში არქეოლოგიური ძიების შედეგად, ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე გამოვლენილია მრავალი სამთო-მეტალურგიული კერა, რომელიც თავის პროდუქციით ამარაგებდა არა მარტო კოლხეთის სამეფოს, არამედ კავკასიის სხვა რეგიონებსაც. მდიდარ არქეოლოგიურ მასალაში ჭარბობს ადგილობრივი წარმოების საგნები - კოლხური ცული, შუბისა და ისრის ბუნიკები, ხის დამამუშავებელი საჭრის-საკვეთები, სამიწათმოქმედო იარაღები, მრავალფეროვანი ოქროსა და ბრინჯაოს მხატვრული ნაკეთობანი, სამკაულები, ქინძისთავები, სამაჯურები, ძეწკვები, ავგაროზები. ამავე დროს აღმოჩენილია ბერძნული სამყაროს სხვადასხვა ცენტრებში - სირიაში, ფინიკიასა და ეგვიპტეში დამზადებული ნივთებიც - მინის მძივები, სამკაულები, ვერცხლისა და თიხის ჭურჭელი და აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნის ნუმიზმატიკური მასალა - ალექსანდრე მაკედონელის, ლისიმაქეს, ასევე უფრო გვიანდელი ბიზანტიური ოქროს მონეტები, ადგილობრივი, “კოლხური თეთრის” სახელწოდებით ცნობილი ვერცხლის ფული და სხვა. აღასანიშნავია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი მაკედონელის ოქროს მონეტების დიდი უმრავლესობა სვანეთშია მოპოვებული. ყოველივე მეტყველებს კოლხეთისა და, კერძოდ, სვანეთის მჭიდრო კონტაქტებზე გარე სამყაროსთან. ამავეს ამტკიცებს ყირიმში, თურქეთში, ტრაპიზონის მახლობლად, შუა აზიაში, ფერგანის ველზე აღმოჩენილი კოლხური მონეტები, რაც ქართული ფულის საერთაშორისო ბრუნვაში მონაწილეობაზე მიუთითებს.

არქეოლოგიური მასალა გამოფენილია სვანეთში, დაბა მესტიის არქეოლოგიურ მუზეუმში.

არგონავტების თქმულებასთან მიმართებაში აღსანიშნავია, სვანეთის სხვადასხვა სოფლებში არქეოლოგების მიერ მიკვლეული ცხვარჩიტას ბრინჯაოს მინიატურული სკულპტურული ქანდაკება, რომელიც სტილიზებული ვერძის თავისა და ფრინველის ტანის სიმბიოზს წარმოადგენს. ასეთ ნივთებს, როგორც წესი, ტოტემურ რწმენა-წარმოდგენებს უკავშირებენ, მაგრამ ამ შემთხვევაში უდაოდ საქმე გვაქვს ოქროს საწმისის ლეგენდის ანარეკლთან.

1984 წელს იგლისელი მეცნიერის ტიმ სევერინის ექსპედიციამ, ანუ “ახალმა არგონავტებმა”, გაიარა ის გზა, რაც სამი ათასი წლის წინათ ლეგენდარულმა იასონმა თავისი “არგოთი”. ტიმ სევერინმა საბერძნეთის ქ. ვოლოსიდან ეგეოსის ზღვის, დარდანელის სრუტის, მარმარილოს ზღვის ბოსფორის სრუტისა და შავი ზღვის გავლით ქ. ფოთს (ფასისი) მიაღწია და იქიდან მდინარე რიონით ქუთაისში (კუტაია) ჩავიდა. ტიმ სევერინის მგზავრობამ დაამტკიცა არქაული ზღვაოსნური საშუალებების გამოყენებით არგონავტების თქმულებაში აღწერილი მოგზაურობის შესაძლებლობა. ახალმა არგონავტებმა სვანეთიც მოინახულეს, როგორც ლეგენდარული ოქროს საწმისის ადგილსამყოფელი - სვანეთი ხომ ერთადერთი კუთხეა, სადაც დღევანდლამდე შემონახულია მდინარეებიდან ოქროს გამოლექვის საკრალური საიდუმლო

ოქროს ადრეულ პერიოდიდანვე მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ, რადგან ოქრო
ბუნებაში თვითნაბადი სახითაც გვხდება. ოქროსგან ამზადებდნენ სამკაულებს, ჭურჭელს, მონეტებს და ა. შ.
ჩვ.წ. აღ. 3000 წლით ადრე ეგვიპტეში, ინდოეთში,ჩინეთში ცნობილი იყო ოქროს დამუშავების ხელოვნება. ამ ქვეყნებთან ერთად საქართველოც უნდა ავღნიშნოთ, თუნდაც ლეგენდა არგონავტებზე. ფიქრობდნენ , რომ ოქროს საწმისზე დაწერილი იყო ოქროს მოპოვების საიდუმლო, თუმცა ცხვრის ტყავი სინამდვილეში აკავებდა მდინარის წყლის მიერ ჩამოტანილ ოქროს ქვიშას.
დღესდღეობთ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში შემონახულია ოქროს უძველესი ნაკეთობები , რომელიც დავათვალიერეთ.
ოქრო ყვითელი ფერის, საკმაოდ რბილი და პლასტიკური მეტალია მისი გაბრტყელება შეიძლება 0,0002 მმ. სისქეზე, ის ადვილად იღუნება ხალითაც. 1გრ. ოქროს გაწელვა შეიძლება 2კმ-ზე. ასევე თმის სისქეზე ბევრად უფრო წვრილად. ოქრო არ იხსნება არცერთ მჟავაში მხოლოდ \"სამეფო წყალში\", რაც ერთი წილი აზოტმჟავას და სამი წილი მარილმჟავას ნარევს წარმოადგენს.
ოქროს მდიდარი საბადოები იყო მცირე აზიაში. აქ ლიდიის ცნობილმა მეფემ ალიანტმა ძვ.წ. \/I საუკუნეში პირველად მოიჭრა ოქროს მონეტები.ასევე ოქროს მოპოვება და დამუშაება სამხრეთ კავკასიაში და მათ შორის უძველესი ქართველი ტომების განსხვავებულ ტერიტორიებზე. ძვ.წ III ათასწლეულის ბოლოს თრიალეთის, ალაზნის და მესხეთის ყორღანულ სამარხებში ნაპოვნი ოქროს ნივთები: გულსაბმელები, ფირფიტები, ყელსაბამები, სამაჯურები, ლომის პატარა ფიგურა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ოქროს თასი, რომელიც შემკულია ძვირფასი ქვებით და ხელოვნების იშვიათი ნიმუშს წარმოადგენს.

Thursday, March 25, 2010